25 ნოემბერს განვითარებისა და დემოკრატიიც ცენტრის (CDD)–ს წარმომადგენლებს BRIDGE - ის პროგრამის (Building Resources in Democracy, Governance and Elections - დემოკრატიის, მმართველობის და არჩევნების სფეროში რესურსების განვითარება) სერტიფიკატები გადაეცათ.
ორგანიზაციის წევრებმა ტექნიკური სამუშაო ჯგუფის (TWG) შემადგენლობაში არსებული სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად BRIDGE-ის პროგრამის მიხედვით 5 დღიანი ტრენინგი გაიარეს.
ტრენინგის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს და პრაქტიკული სამუშაოები ჩაატარეს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის: არჩევნების სანდოობა, საარჩევნო პროცესების შეფასება - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კრიტერიუმები, საჭიროებათა შეფასება, სადამკვირვებლო კამპანიის დაგეგმვა, არჩევნებზე დაკვირვების კალენდარი, დამკვირვებელთა ტრენინგის დაგეგმვა, ტრენერების მოზიდვა, დამკვირვებელთა მოზიდვა, ტრენინგ მასალების მომზადება, დამკვირვებელთა სახელმძღვანელოების/ფორმების მომზადება, დამკვირვებელთა ქცევის კოდექსი.
ტრენინგი მიზნად ისახავდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების რესურსების განვითარებასა და გაძლიერებას. იგი ჩატარდა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუციებისა და პროცესების ხელშეწყობა“ ფარგლებში, ქობულეთში, სასტუმრო “Georgian Palace Hotel”-ში.