2013 წლის 1 დეკემბერს, ბათუმის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიღვნილი ღონისძიება გამართა, ღონისძიებას აჭარის რეგიონის 100–ზე მეტი ახალგაზრდა ესწრებოდა. მოწვეული იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესურს ცენტრების უფროსები, სკოლის დირექტორები და სხვა საპატიო სტუმრები, ასევე ადგილობრივი მას–მედია.
ბათუმის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში მოეწყო პროექტის ფარგლებში გამართული ფოტო, ნახატებისა და პოსტერების კონკურსების გამარჯვებულთა და ფინალისტთა ნამუშევრების გამოფენა.
სასახლის სააქტო დარბაზში გაიმართა კონკურსებში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. სულ კონრურსებში 15 გამარჯვებულელი და 54 ფინალისტი გამოვლინდა. მათ შორის სამი გამარჯვებულელი და 15 ფინალისტი აჭარის სხვადასხვა სკოლების მოსაწალეები არიან. სწორედ მათ საზეიმო ვითარებაში პრიზები, სუვენირები და სერტიფიკატები გადაეცათ. განსაკუთრებით აქტიულად კონკურსებში ბათუმის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის სხვადასხვა წრეების აღზრდილები მონაწილეობდნენ. მათ ასევე წარმოადგინეს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიღვნილი პრეზენტაცია.
დაჯილდოების ცერემონიალზე მოწვეული სტუმრებისთვის ნაჩვენები იყო საქართველოში აივ პრევენციის პროექტის ფარგლებში შექმნილი ფილმი.
ღონისძიების ბოლოს, ბათუმის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელთა მონაწილეობით შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიღვნილი კონცერტი გაიმართა.
გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ყველა თანამშრომელს და მის დირექტორს, ქალბატონ თამარ მესხიძეს, წარმატებული თანამშრომლობისა და შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვლისი ღონისძიების ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობისთვის!
აღნიშნული ღონისძიებები გაიმართა საქართველოში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით „აივ პრევენციის პროექტის” (GHPP) ფარგლებში განხორციელებული პროექტის ფარგლებში „არჩევანი შენზეა“, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისებას და ამავდროულად აივ ინფექციის, მავნე ჩვევების (ნარკოტიკები, თამბაქო, ალკოჰოლი) უარყოფითი მხარეების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მათი პრევენციის ხელშეწყობას.