2013 წელს განხორციელებული ფართომასშაბიანი ახალგაზრდული პროექტების: „გადაწყვეტილება შენზეა!“–სა და „არჩევანი შენზეა!“–ს შემაჯამებელი ღონისძიება

4 დეკემბერს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა 2013 წელს განხორციელებული ფართომასშაბიანი ახალგაზრდული პროექტების: „გადაწყვეტილება შენზეა!“–სა და „არჩევანი შენზეა!“–ს შემაჯამებელი ღონისძიება.

 

ღონისძიება გახსნა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავამ. დამსწრეთ  სიტყვით მიმართეს  და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ტანია ვან დეიკი და საქართველოს აივ პრევენციის პროექტის წარმომადგენელმა თეა ცაგარემლმა. 

 

ღონისძების ფარგლებში მოეწყო ახალგაზრდების ნამუშევრების გამოფენა. სამახსოვრო პრიზებისა და სერთიფიკატები გადაეცათ აღნიშნული პროექტების ფარგლებში განხორციელებული სხვადასხვა კონკურსების (ვიდეო, ფოტო, პოსტერები, სლოგანები) გამარჯვებულ 25 ახალგარზდას, საქართველოს 10 რეგიონიდან. 

 

 

 

 

მოკლე ინფორმაცია პროექტების შესასხებ:

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა (CDD) საზოგადოებაში ახალგაზრდათა ჩართულობის ხელის შეწყობისა და შემდგომი შენარჩუნების მიზნით  განახორციელა პროექტი “გადაწყვეტილება შენზეა”. პროექტი განხორციელდა  ევროპის საბჭოსთან (CoE) თანამშრომლობით და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

 

საქართველოში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით „აივ პრევენციის პროექტის” (GHPP) ფარგლებში 2011 წლიდან ხორციელდება პროექტი„არჩევანი შენზეა“, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღიწესის წახალისებას და ამავდროულად აივ ინფექციის, მავნე ჩვევების (ნარკოტიკები, თამბაქო, ალკოჰოლი) უარყოფითი მხარეების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მათი პრევენციის ხელშეწყობას. ამისათვის წლების მანძილზე ტარდებოდა უამრავი სხვადასხვა ტიპის აქტივობები, ღონისძიებები, კონკურსები. დიდი ყურადღება დაეთმო სოციალური მედიის, როგორც ახალგაზრდებთან დაახლოების საშუალებას.

 

5-12-2013