საქართველოს ეროვნული პლატფორმა - რეფორმებით ევროინტეგრაციისკენ

10 დეკემბერს, ”ევროპის სახლში” საქართველოს ეროვნული პლათფორმის ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა კონფერენცია „საქართველოს ეროვნული პლატფორმა - რეფორმებით ევროინტეგრაციისკენ".  

 

კონფერენციის მიზანი იყო ეროვნული პლატფომის წევრი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტების ერთობლივი განხილვა ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებთან სამმხრივ ფორმატში. აღნიშნული ფორმატი ემსახურება  სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას რეფორმების განხორციელებაში, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე აუცილებელი პირობაა.

 

პოლიტიკის დოკუმენტები შესაბამისი რეკომენდაციებით მომზადდა ევროკავშირის პროექტის ”საქართველოს ეროვნული პლატფორმის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის” ფარგლებში. რეკომენდაციები მომზადდა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ადამიანის უფლებები, დემოკრატია, ეფექტური მმართველობა, ეკონომიკა, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა, კულტურა, კონფლიქტები. პოლიტიკის დოკუმენტების წარდგენის შემდეგ გაიმართება დისკუსია ევროინტეგრაციის კონტექსტში.

 

სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის გარდა, კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები.  კონფერენციას დაესწრო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე – ქეთევან ჩაჩავა. 

 

მომხსენებლების რანგში კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ალექსი პეტრიაშვილმა - სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ტობიას ტიბერგმა  - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა, დავით ნარმანიამ - საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილმა - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე. 

 

10-12-2013