18 თებერვალს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა კონფერენცია: 100 დღე ხელისუფლებაში: „კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“, 100 დღიანი მუშაობის შედეგები ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორთან შეაჯამა. მესამე სექტორს შეკითხვები ყველა იმ ხმაურიან თემაზე ჰქონდა, რომლებიც არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით აქტუალურია. კონფერენციას პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლებისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ. CDD-ს აღნიშიულ შეხვედრაზე წარმოადგენდა ორგანიზაციის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.