თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა განახლდა

საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, 27 აპრილს დაგეგმილი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ 18 თებერვალს მუშაობა განაახლა.

 

კომისიის მუშაობას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი, რეგიონალური და ინფრასრუქტურული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი კახებერ საკანდელიძე და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი შედიან.

 

კომისია უფლებამოსილია, შეისწავლოს საარჩევნო პროცესის შესახებ მოწოდებული ინფორმაცია, ასევე მედიით გავრცელებული ცნობები და საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები საჯარო მოსამსახურეებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ, რეაგირება მოახდინოს გამოვლენილ ფაქტებზე. ამ მიზნით კომისია პოლიტიკურ პარტიებთან, სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა სუბიექტებთან თანამშრომლობს.

 

„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ საქართველოში მოქმედ ძირითად ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად მიწვეული კომისიის მუშაობაში მონაწილების მისაღებად და საკუთარი მოსაზრებების დასაფიქსირებლად. 

 

27-04-2013