ცესკოს სწავლების ცენტრის შემაჯამებელი შეხვედრა ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან

2013 წლის 26 დეკემბერს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში, გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და ცესკოს სწავლების ცენტრს შორის.  შეხვედრას ესწრებოდა 20 ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები საარჩევნო პროცესების მონიტორინგში და ასევე, მონაწილეობა მიიღეს ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში დამკვირვებლებისათვის ორგანიზებულ ტრენინგებში.

 

დაგეგმილი ღონისძიება დაეთმო ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ არჩევნებში ჩართული მხარეებისათვის განხორციელებული სასწავლო პროგრამების შეფასებასა და სამომავლო გეგმების დასახვას. 

 

შეხვედრას დაესწრო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე – ქეთევან ჩაჩავა, რომელმაც შეაფასა ცენტრის მუშაობა და მიაწოდა ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. 

 

27-12-2013