ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-5 საერთო კრება

2014 წლის 17 იანვარს ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის  საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-5 საერთო კრება. კრებას ესწრებოდა 76 წევრი ორგანიზაცია. 

 

კრებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თამარ ბერუჩაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ფილიპ დიმიტროვმა და პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ. მომხსენებლებმა მიმოიხილეს 2013-2014 წლების ევროინტეგრაციის პროცესის თანმდევი გამოწვევები და მიღწევები. ამასთანავე, ისაუბრეს პლატფორმის დღევანდელ და სამომავლო როლზე ამ პროცესში. 

 

კრების შემდეგი ნაწილი დაეთმო პლატფორმის მიერ 2013 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშგებას, სადაც როგორც პლატფორმის თავმჯდომარემ, მანანა ქოჩლაძემ, ასევე, ჯგუფების თანაკოორდინატორებმა (I ჯგ.: ლაშა ტუღუში/ნაზი ჯანეზაშვილი; II ჯგ.: ოლეგ შატბერაშვილი/ნინო ელიზბარაშვილი; III ჯგ.: თამაზ ვაშაკიძე/ნინო ჩხობაძე; IV ჯგ.: ალექსანდრა კალატოზიშვილი/ნათია აბრამია) დეტალური ანგარიში წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას 2013 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ და ისაუბრეს მომავალ გამოწვებებზე. 

 

პლატფორმის წესდების შესაბამისად, საერთო კრებაზე ჩატარდა პლატფორმის თავმჯდომარისა და ჯგუფების თანაკოორდინატორების არჩევნები. ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის  (CDD) თავმჯდომარე – ქეთევან ჩაჩავა.  

 

საერთო კრებაზე პლატფორმის თავმჯდომარედ დასახელდა ერთი კანდიდატი: ლაშა ტუღუში - ლიბერალური აკადემია თბილისის დირექტორი. 

 

თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 72 ორგანიზაციამ. კენჭისყრის შედეგად, ხმები შემდეგნაირად განაწილდა: 66 მომხრე, 4 წინააღმდეგი,2 ბიულეტენი გაბათილდა. 

 

შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, პლატფორმის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ლაშა ტუღუში. 

 

თანაკოორდინატორების არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 72 ორგანიზაციამ. კენჭისყრის შედეგად ხმები შემდეგნაირად განაწილდა: 

  

ჯგუფი I 

1. ირინა ფუტკარაძე - საზოგადოებრივი დამცველი - 59 

2. ნათია კუპრაშვილი - საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია - 67 

 

ჯგუფი II 

1. ნინო ელიზბარაშვილი – საქართველოს ასოციაცია ”ქალი და ბიზნესი”– 61 

2. ოლეგ შატბერაშვილი – ასოციაცია ”ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური 

განვითარებისთვის” - 58 

 

ჯგუფი III 

1. ვახტანგ ზარქუა - ენერგოეფექტურობის ფონდი - 27 

2. თამაზ ვაშაკიძე – საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი - 43 

3. ნინო ჩხობაძე – საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - 59 

 

ჯგუფი IV 

1. ალექსანდრა კალატოზიშვილი – ფონდი ”სამოქალაქო განათლების განვითარების 

მულტიეთნიკური რესურსცენტრი”- 55 

2. გიორგი შიოშვილი – კავკასიური სახლი - საქართველო - 25 

3. ლევან ბოჭორიშვილი – საერთო სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველო-39 

4. მარინე სოლომონიშვილი – საერთაშორისო ფონდი „ლეა“ - 17 

შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, თანაკოორდინატორებადარჩეულიქნენ: 

 

პირველი ჯგუფი - ირინა ფუტკარაძე და ნათია კუპრაშვილი 

მეორე ჯგუფი - ოლეგ შატბერაშვილი და ნინო ელიზბარაშვილი 

მესამე ჯგუფი - ნინო ჩხობაძე და თამაზ ვაშაკიძე 

მეოთხე ჯგუფი - ალექსანდრა კალატოზიშვილი და ლევან ბოჭორიშვილი 

 

დღის წესრიგის თანახმად, საერთო კრებამ განიხილა ასევე, წევრობასთან დაკავშირებული საკითხი. 

 

საერთო კრების გადაწყვეტილებით (53 მომხრე, 15 წინააღმდეგი, 4 ბიულეტენი გაბათილდა), წევრობა შეუწყდათ ქვემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციებს, რადგან მათ წლის განმავლობაში არ წარმოუდგენიათ განახლებული სარეგისტრაციო ფორმა და შესაბამისად, არ მიუღიათ მონაწილეობა პლატფორმის მუშაობაში. პლატფორმაში მუშაობის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში ყველა ამ ორგანიზაციას ექნება შესაძლებლობა 2014 წელს ხელმეორედ წარმოადგინოს წევრობის განაცხადი. 

 

1. აი-იუ-სი-ენ კავკასიის თანამშრომლობის ცენტრი 

2. ასოციაცია ”სამართალი და თავისუფლება” 

3. ახალი ეკონომიკური სკოლა 

4. ახალი ტექნოლოგიები და გარემო 

5. ბრიტანეთის საბჭო 

6. დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტი 

7. დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო OXFAM-ის საქართველოს წარმომადგენლობა 

8. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი 

9. ეკოლოგიური სამართლის ცენტრი 

10. კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის 

11. სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებებისათვის და თავისუფლებებისათვის 12. საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია

13. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია

14. ფონდი ინკლუზივი 

15. ქალთა ფონდი საქართველოში 

16. ქართველ - სომეხთა გაერთიანება ”ნორ სერუნდი” 

 

ზემოთ აღნიშნულის გარდა, დამსწრეებმა განიხილეს პლატფორმის წევრების მიერ ინიცირებული საკითხები. წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით პლატფორმაში შეიქმნა მე-5, სოციალურ საკითხებზე მომუშავე ჯგუფი. დამსწრეები შეთანხმდნენ, რომ თანაკოორდინატორების კანდიდატურები დასახელდება სამუშაო ჯგუფის პირველივე შეხვედრაზე, ხოლო არჩევნები ჩატარდება ელექტრონულ რეჟიმში. 

 

გარდა ამისა, კრებაზე ინიცირებული იქნა მეოთხე ჯგუფის ფარგლებში ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ქვეჯგუფის შექმნის საკითხი. კრების მონაწილეთა გადაწყვეტილებით, ქვეჯგუფის შექმნა და კოორდინატორის არჩევა მოხდება ელექტრონულ რეჟიმში. 

 

ზემოთ აღნიშნული საკითხების გარდა, კრებამ ასევე, განიხილა წესდებაში ცვლილებების შეტანის საკითხი. დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით საკოორდინაციო საბჭოს დაევალა წესდებაში ცვლილებების შეტანა, 2 კვირის ვადაში შენიშვნების მიღება და ერთი თვის განმავლობაში პლატფორმის ელექტრონულ ქსელში კენჭისყრაზე დაყენება. 

 

კრების მესამე ნაწილში, არჩევნების შემდეგ, წარმოდგენილი იქნა ეროვნული პლატფორმის 2 პროექტის მიმდინარეობის ანგარიში. 

 

საერთო კრების ბოლოს, ეროვნული პლატფორმის წევრმა ორგანიზაციებმა იმსჯელეს 2014 წლის გამოწვევებზე, კერძოდ, ვიზის ლიბერალიზაციაზე, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მე-6 ფორუმის თბილისში ჩატარებაზე. განხილულ იქნა ფორუმის ჩატარების დრო და საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის საკითხი. მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ საბოლოო თარიღზე საკოორდინაციო საბჭო მოგვიანებით 

შეჯერდება მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად, ხოლო საორგანიზაციო კომიტეტის ფორმირება ელექტრონულ რეჟიმში განხორციელდება. 

17-01-2014