ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრა და 7 ორგანიზაციის მიერ მომზადებული რეკომენდაციების პრეზენტაცია

25-26 იანვარს, ქობულეთში გაიმართა საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფისა და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების სამუშაო შეხვედრა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით.

 

შეხვედრაზე განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარემ – ქეთევან ჩაჩავამ ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებს გააცნო  7 ორგანიზაციის (განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD), კონსტიტუციის 42–ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი (EEDC), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB), მედიის განვითარების ფონდი (MDF)  მიერ მომზადებული რეკომენდაციების პაკეტი – 2014  წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. შეხვედრაზე გაიმართა აღნიშნული რეკომენდაციების პრეზენტაცია, განხილვა და დისკუსია.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები გააგრძელებენ აქტიურ ადვოკატირების კამპანიას, რათა შეთავაზებული რეკომენდაციები ასახული იქნას მოქმედ კანონმდებლობაში რომელიც ჩვენი აზრით არჩევნების თვისობრივად უკეთეს, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას შეუწყობს ხელს. 

 

26-01-2014