31 იანვარს, გაიმართა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) N 4 საერთო კრება. ორგანიზაციის არსებული წესდების თანახმად, კრება უფლებამოსილი გხლდათ გადაწყვეტილებების მისაღებად, რადგან მას დაესწრო ორგანიზაციის წევრთა 3/5-ზე მეტი.
N 4 საერთო კრების დღის წესრიგი:
1.პირადი განცხადების საფუძველზე თამარ ჩუგოშვილისათვის ორგანიზაციის გამგეობის წევრობის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა;
2.პირადი განცხადების საფუძველზე გიორგი შარაბიძისათვის ორგანიზაციის გამგეობის წევრობის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა;
3.გამგეობის ახალი წევრების არჩევა.
კრებამ მოისმინა თამარ ჩუგოშვილისა და გიორგი შარაბიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურთ ვადამდე მოიხსნან ორგანიზაციის გამგეობის წევრობის უფლებამოსილება.კრებამ დააკმაყოფილა გ. შარაბიძისა და თ. ჩუგოშვილის განცხადება.
ერთხმად დაადგინეს:
1.თამარ ჩუგოშვილს პირადი განცხადების საფუძველზე ვადამდე შეუწყდეს ა(ა)იპ “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი”-ს გამგეობის წევრობის უფლებამოსილება;
2.გიორგი შარაბიძეს პირადი განცხადების საფუძველზე ვადამდე შეუწყდეს ა(ა)იპ “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი”-ს გამგეობის წევრობის უფლებამოსილება;
კრებამ მოისმინა არჩილ ყანჩაველის განცხადება, რომლის თანახმადაც მიუხედავად წინა საერთო კრებაზე დაგროვებული ხმების რაოდენობისა (რაც მას უფლებას აძლევს დაიკავოს გამოკლებული გამგეობის წევრის ადგილი), იგი ამ ეტაპზე უარს აცხადებს ორგანიზაციის გამგეობის წევრობაზე და თანახმაა ამ პოზიციაზე არჩეულ იქნას ორგანიზაციის ნებისმიერი სხვა წევრი.
ბექარ ოიკაშვილმა ვადამდე უფლებაშეწყვეტილი გამგეობის წევრების ნაცვლად საერთო კრებას შესთავაზა ნათია ქაშაკაშვილისა და ნინო დავითაშვილის კანდიდატურა, დასახელებული წევრები დაეთანხმნენ მათ არჩევას გამგეობის შემადგენლობაში.
ერთხმად დაადგინეს:
3. ა(ა)იპ “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი”-ს გამგეობის წევრობად თამარ ჩუგოშვილისა და გიორგი შარაბიძის ნაცვლად (მათი უფლებამოსილების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში) არჩეულ იქნენ: ნათია ქაშაკაშვილი და ნინო დავითაშვილი.
შესაბამისი ცვლილება სამეწარმეო რეესტრში განახორციელოს ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ _ ქეთევან ჩაჩავამ.