საარჩევნო გარემოს კვლევა და ანალიზი - 2013

GCG Reaserch – ის მიერ განხირიელდა კვლება „საარჩევნო გარემოს კვლევა და ანალიზი“ რომლიც მიზანი გახლდათ საქართველოში საარჩევნო პროგრამების შესახებ მოსახლეობაში არსებული ცოდნისა და აღქმის შესწავლა. კერძოდ, რა ინფორმაცია ან წარმოდგენები არსებობს ამ მიმართულებით მოსახლეობაში. კვლევა ასევე, განსაზღვრავს რამდენად გაცნობიერებულია მოსახლეობაში საარჩევნო პროცესების შესახებ არსებული საბაზისო ცოდნის აუცილებლობა.  

 

კვლევის ფარგლებში, მოსახლეობის გამოკითხვით, მივიღეთ ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

• საარჩევნო სფეროში სასწავლო პროგრამების განმახორციელებელი სუბიექტების იდენტიფიცირება (აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, მედია);

• სასწავლო პროცესებში ამომრჩეველთა აქტივობა (საარჩევნო პროცესებში ჩართვის მზაობა, სურვილი, ინიციატივა და მათი მოსაზრებებით, სწორი გზები)

• გამოყენებული სასწავლო პროგრამების შესწავლა 

• საჭიროებების გამოვლენა სამომავლო ინიციატივების უზრუნველსაყოფად

 

კვლევა განხორციელდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და გამოკითხული იქნა 1700 პირი. კვლევა განხორიცელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. 

 

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ განვითარებსა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)  საარჩევნო პროცესებში ჩართულ ორგანიზაციათა იდენტიფიცირებისას, საქართველოს მოსახლეობამ: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,  სამართლიანი არჩევნების (ISFED), NDI, IRI, OSCE / ODIHR და განჭვირვალეობა საქართველოსთან ერთად დაასახელა. 

 

13-02-2014