ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრა საქართველოს პარლამენტში

4 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში გაიმართა ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრაზე განხილული იქნა კონკრეტული ინიციატივები და ცვლილებები, რომელიც უნდა იქნას ასახული კანონმდებლობაში საარჩევნო რეფორმის ფარგლებში.

 

შეხვედრაზე განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარემ – ქეთევან ჩაჩავამ ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებს კიდევ ერთხელ წარუდგინა 16 ორგანიზაციის მიერ მომზადებული რეკომენდაციების პაკეტი – 2014  წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

 

იმედს ვიტოვებთ, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს რეკომენდაციებს. მიგვაჩნია, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმა არ შეიძლება შეიცავდეს ძირეულ – სისტემურ ცვლილებებს, თუმცა არჩევნების თვისობრივად უკეთეს, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების მიზნით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია რიგი საკითხების მოწესრიგება. ასევე, იმედს გამოვთქვავთ რომ პარლამენტი ღია იქნება განიხილოს ძირეული – სისტემური ცვლილელები საკოსტიტუციო რეფორმის ფარგლებში. 

 

5-02-2014