გაიმართა პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის რიგით მეორე

29 მარტს, 16:00 საათზე, თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის რიგით მეორე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც პარლამენტის წევრები, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. 

 

CDD –ს სახელით შეხვედრას ესწრებოდა ორგანიზაციის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.

 

შეხვედრაზე განხილვის მთავარ თემებს წარმოადგენდა პროცედურული საკითხებისა და ჯგუფის მუშაობის საერთო პრონციპების განსაზღვრა. 

 

პირველი ეტაპისათვის, პრიორიტეტულად განისაზღვრა არჩევნების ზოგადი პრინციპების, ამომრჩეველთა სიებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევაში რეაგირების საკითხები.

 

29-03-2013