აქცია „1 საათი მოსმენების გარეშე!“

კამპანიის „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ მონაწილეები ვიწყებთ  აქციას  „1  საათი მოსმენების გარეშე“, რომელიც,  ფარული მიყურადებისა და უკანონო მოსმენების წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტში მიღებამდე,  ყოველ პარასკევს,  13:00-დან 14:00 საათამდე  მობილური ტელეფონების გამორთვას გულისხმობს.

 

ჩვენ, კამპანიის მონაწილეები, ყოველ პარასკევს, 13:00-დან 14:00 საათამდე გამოვრთავთ მობილურ ტელეფონებს!

 

 
მოქალაქეებს, რომელებსაც არ გსურთ ფარული მიყურადებისა და მოსმენების დანერგილი პრაქტიკის გაგრძელება და გინდათ შეცვალოთ მოქმედი კანონმდებლობა, გთავაზობთ,  პარასკევს, 13:00 საათზე, ცოტა ხნით ტელეფონის გამორთვით  ჩაერთოთ ჩვენს  აქციაში და  ჩვენთან ერთად მოითხოვოთ საკანონმდებლო ცვლილებების მიღება.

 

ეს შენ გეხება, ისევ გისმენენ!

 

იყავი სოლიდარული,

 

ერთად მოვითხოვოთ ცვლილება!

 

19-03-2014