აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა კვირას, 13 აპრილს, 18:00 საათზე, ევროპის მოედანზე (რიყე) აწყობს საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ სამოქალაქო აქცია-კონცერტს „ჩვენ ვირჩევთ ევროპას!“
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები და ჯგუფები: ანსამბლი ლაშარი • მერიის ბიგ ბენდი • გიო სუხიტაშვილი • მარიკო ებრალიძე • ალეკო ბერძენიშვილი • გორდელა • Z for Zulu • თინათინი • არა • Eldrine • The Jetbird • LOUDspeakers • KID Jesus
ყველას, ვინც იზიარებთ საქართველოს ევროპულ არჩევანს და გსურთ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, გელოდებით 13 აპრილს ევროპის მოედანზე. ეს არის ის საკითხი, რომელზეც საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეს. მოგიწოდებთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, გავერთიანდეთ ამ იდეის გარშემო.
საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში ევროპული იდეის გარშემო გაწევრიანებულია ასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი უერთდება აქციას!
ჩვენ ვირჩევთ ევროპას, შემოგვიერთდით!