3 აპრილს ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის წინ კამპანიაში „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცია გამართეს. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის რეგიონალური წარმომადგენლებიც აქტიურად ჩართვნენ აქციაში და დააფისირეს საკუთარი პოზიცია!
აქციის მონაწილეებმა პარლამენტარებს მოუწოდეს, რომ ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტი დაამტკიცონ და არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით შეცვალონ.