2014 წლის 5-12 მაისს, "USAID Sustain" განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრთან (CDD) თანამშრომლობით ჩაატარებს ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვირეულს სახელწოდებით „შეიქმენი მომავალი დღეს“. კვირეულის მიზანია ახალგაზრდებს მიაწოდოს კვალიფიციური ინფორმაცია რეპროდუქციული ჯანმრთელობის სხვადასხვა ასპექტების შესახებ.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში: თანასწორ-განმანათლებელთა სესიები, საჯარო ლექციები, სატელევიზო და რადიო გადაცემები. ახალგაზრდებს დაურიგდებათ საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალა. ასევე, სოციალური მედიის სასუალებით, ჩატარდება მცირემასშტაბიანი კონკურსები, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ პასუხი გასცენ რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ დასმულ შეკითხევბს და მიიღონ წამახალისებელი პრიზები.
საგანმანათლებლო სესიები და შეხვედრები დაგეგმილია თბილისში, გორში, თელავსა და ახალციხეში. გაიგე მეტი, დაესწარი შეხვედრებს!
USAID Sustain, რომელსაც ახორციელებს John Snow Inc, ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობას, კერძოდ კი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გააუმჯობესოს დედათა და ბავშვთა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისები საქართველოში. პროექტის ფარგლებში გადამზადდა 1000-ზე მეტი პირველადი ჯანდაცვის ექიმი და 500-მდე მეან-გინეკოლოგი ეფექტური პერინატალური მოვლის პრინციპების, ოჯახის დაგეგმვის, აბორტის შემდგომი მოვლის, ძუძუს კიბოსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს საკითხებზე. ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისა და შენარჩუნების მიზნით, USAID Sustain ასევე ამუშავებს პერინატალური აკრედიტაციისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერტიფიცირების პროგრამებს საქართველოში დასანერგად.