ტრენინგი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის

27 აპრილს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ" -ში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სწავლების ცენტრი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის ჩაატარა ტრენინგი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ბოლო არჩევნების მონაცემების გათვალისწინებით ჩართულები იყვნენ საარჩევნო პროცესებში დამკვირვებლის სტატუსით. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო განვითარებისა და დემოკრატიის ცცენტრი სამმა წარმომადგენელმა.

 

სასწავლო პროგრამა ითვალისწინებდა არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებულობის გაზრდის უზრუნველყოფას, მათ შორის, სადამკვირვებლო ფუნქციის ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობას. სწავლების ცენტრისა და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ტრენინგის მონაწილეებს გააცნეს საკანონმდებლო სიახლეები, კენჭისყრის დღის პროცედურები და დამკვირვებელთა უფლებრივ მდგომარეობა, საარჩევნო დავებთან და განცხადება/საჩივრებთან დაკავშირებულ საკითხები.

 


 

27-04-2014