ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები, საარჩევნო კოდექსში კონკრეტული მუხლების (მე-2, 45-ე, 48-ე, 49-ე მუხლები) ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან და წინასაარჩევნო აგიტაციასთან მიმართებაში, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს სწორედ მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ.
დოკუმენტი, საარჩევნო ადმინისტრაციისა და აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრების საფუძველზე შემუშავდა, რომლებსაც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) უწევს ორგანიზებას. IFES-ი უკვე ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლია, რაც მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას უწევს ფასილიტაციას და საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. მემორანდუმს დღეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც შემოუერთდნენ, რომლებიც ასევე თანხმდებიან იხელმძღვანელონ დოკუმენტში გაწერილი განმარტებებით. სურვილის შემთხვევაში, მემორანდუმს ასევე შეუძლიათ შემოუერთდნენ პოლიტიკური პარტიები. ურთიერთთანამშრომლობის ამგვარი დოკუმენტი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან მიმართებით გაფორმდა 2008, 2010, 2012 და 2013 წლის წინასაარჩევნო პერიოდშიც.
დოკუმენტს ხელს აწერენ:
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია
არასამთავრობო ორგანიზაციები: