შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან

14 მაისს ცესკოს ინიციატივით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით სასტუმრო ”ჰოლიდეი ინში”, არასამთავრობო სექტორთან და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე – ქეთევან ჩაჩავა და იურისტი – გორდა სურგულაძე ესწრებოდნენ.

 

ცესკოს თავმჯდომარემ მონაწილეებს კომისიაში მიმდინარე აქტივობები გააცნო. თამარ ჟვანიამ მონაწილეებს მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემების შესახებ წარუდგინა ინფორმაცია, მათ შორის უკვე რეგისტრირებული თბილისის მერობის კანდიდატების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების თაობაზე, საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის შესახებ და მედიის აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებით.

 

სამუშაო შეხვედრები მედიასა და არასამთავრობო სექტორთან პერიოდულად იმართება და ურთიერთთანამშრომლობისა და ინფრომაციის გაცვლის მექანიზმს ქმნის, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენელთა საარჩევნო პროცესებში მაქსიმალურ ჩართულობას და მეორეს მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების ეფექტურად ჩატარებაში ეხმარება.

 

 

14-05-2014