საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) დაარეგისტრირა, რომელიც საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას განახორციელებს ყველა დონის საარჩევნო კომისიაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 საარჩევნო ოლქში.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) 150 კაციანი სადამკვირვებლო მისია განახორციელებს როგორც წინასაარჩევნო, ასევე კენჭისყრის დღის (უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი და უბნის დახურვა) და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგს. მისია სრულად დაფარავს გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებს. არჩევნების შემდგომ პერიდში კი განახორიცელებს შემაჯამებელი ოქმების მონიტორინგსა და ანალიზს.
CDD–ში უკვე მუშაობს არჩევნების ცხელ ხაზი: 790 333 111. დაგვიკავშიდით!