10–12 მაისს, თბილისში სასტუმრო "შაინში" პროექტის „ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! მოდი შენც!“ ფარგლებში გაიმართა აქტიურ მოქალაქეთა ჯგუფის ტრენინგი, რომელსაც დაესწრო 25 მონაწილე საქართველოს 10 რეგიონიდან. ტრენინგის ფარგლებში განხორციელდა ჯგუფის წევრების მომზადება სხვადასვხა მიმართულებით: არჩევნები, არჩევნების დღის პროცედურები, თვითმმართველობის რეფორმა, აქტიური მოქალაქეობა. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
პროექტი „ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! მოდი შენც!“ ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ.
პროექტი დაფინანსებულია სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში.