რეგიონალური კოორდინატორების შეხვედრა–გრძელვადიანი დამკვირვებლების ტრენინგი

13–14 მაისს, თბილისში გაიმართა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) რეგიონალური კოორდინატორების შეხვედრა.

 

რეგიონალური კოორდინატორები საქართველოს 10 რეგიონში განახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების გრძელვადიან დამკვირვებას წინასაარჩევნო, ასევე კენჭისყრის დღის (უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი და უბნის დახურვა) და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.

 

რეგიონალური კოორდინატორების შეხვედრა / გრძელვადიანი დამკვირვებლების ტრენინგი – 2014

 

 

 

 

 

 

  იხილეთ ფოტო ალბომი

15-05-2014