შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან

21 მაისს ცენტრალური სააჩევნო კომისის ინიციატივით და საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) მხარდაჭერით ცესკოში პოლიტიკური პარტიების წამომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარემ მონაწილეებს კომისიაში მიმდინარე აქტივობებთან ერთად სტატისტიკური მონაცემების შესახებაც წარუდგინა ინფორმაცია, მათ შორის უკვე რეგისტრირებული მერობის კანდიდატების, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების და კომისიაში შემოსული განცხადება/საჩივრების შესახებ. შეხვედრას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრას განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის იურისტი გორდა სურგულაძე დაესწრო.

 

21-05-2014