2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით, სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ინტენსიური სასწავლო პროგრამის განხორციელებას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული ტრენერები.
ტრენინგების განხორციელების პერიოდი მოიცავს:
• 20-30 მაისს - ტრენინგი საუბნო საარჩევნო კომისიის 13 წევრისთვის
ტრენინგის ძირითადი თემატიკა მოიცავს საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობას კენჭისყრის დღემდე პერიოდში და კენჭისყრის დღეს.
•1-7 ივნისს - ტრენინგი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი)
ტრენინგის ძირითადი თემატიკა მოიცავს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებებს (მათ შორის, საარჩევნო დოკუმენტაციასთან მუშაობა, განცხადებები/საჩივრები, შემაჯამებელი ოქმები).
•8-13 ივნისს - კენჭისყრის დღის ინსცენირება
ტრენინგები ჩატარდება კომბინირებული მეთოდით, რომელიც მოიცავს ელექტრონულ სწავლებას (მათ შორის სასწავლო ხასიათის ფილმის ჩვენებას), პრაქტიკულ სწავლებას (მათ შორის პრაქტიკული სავარჯიშოები და როლური თამაშების ჩატარებას).
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის დამკვირვებლები დააკვირდებიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების მიმდინარეობას. დაკვირვების შედეგები აისახება ორგანიზაციისს შემაჯამებელ ანგარიშში.