გაიმართა საარჩევნო კოდექსის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა

30 მარტს, გაიმართა საქართველოს საარჩევნო კოდექსის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა. უწყებათაშორისი კომისიის დებულების მიზნებიდან გამომდინარე კომისია რეგულარულად მართავს შეხვედრებს საარჩევნო სუბიექტებთან და საარჩევნო პროცესში ჩართულ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) სახელით შეხვედრას ესწრებოდა ორგანიზაციის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა. 

 

შეხვედრაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან გაჟღერდა ის პრობლემები რომლებსაც ისინი აწყდენიაბ შუალედური არჩევნების, წინასაარჩევნო პერიოდში. უწყებათაშორისი კომისიის მიერ ასევე გაიცა რიგი რეკომენდაციები სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების მიმართ საარჩევნო გარემოს გაჯანსაღების მიზნით.

 

30-03-2013