არჩევნების დღის სიმულაცია ახალგაზრდებისათვის–ბათუმი

პროექტი „ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! მოდი შენც!“ ფარგლებში ქ.ბათუმში გაიმართა არჩევნების დღის სიმულაცია, სადაც არჩევნებზე მოსულ 400–მდე ახალგაზრდამ პროცედურების სრული დაცვით მონაწილეობა მიიღეს წლის საუკეთესო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არჩევნებში! არჩევნების დღის სიმულაციის შემდეგ გაიმართა აქცია–კონცერტი!

 

პროექტი „ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! მოდი შენც!“ ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის მიერ.პროექტი დაფინანსებულია სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

 

 

 

 

იხილეთ ფოტო ალბომი

28-05-2014