CDD საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს დააკვირდა

2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბიულეტენები 11 სტამბაში იბეჭდება. ბეჭდვის პროცესს ცესკოს წევრებთან ერთად 3 არასამთავრობო ორგანიზაცია: ”განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი”, ”საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი” და ”ჩვენ-ჯანსაღი მომავლისთვის” აკვირდებიან.

 

სულ: 9, 611, 100 ბიულეტენიდან იბეჭდება:

  • პროპორციული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის - 3, 203, 700;
  • მაჟორიტარული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის - 3, 203, 700;
  • 12 თვითმმართველი ქალაქის მერების არჩევნებისთვის - 1, 389, 550;
  • 59 მუნიციპალიტეტში გამგებლების არჩევის მიზნით - 1, 814, 150.

ბიულეტენები ასევე იბეჭდება ეთნიკური უმცირესობების: სომხურ-ქართულ, აზერბაიჯანულ-ქართულ და  ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენებზე (სულ - 748, 500 ბიულეტენი).

 

სტამბების ჩამონათვალი, სადაც იბეჭდება ბიულეტენები:

1. ”კაბადონი +”

2. ”ფორმა”

3. ”მვპ”

4. ”საარი”

5. ”არტ ჰაუსი”

6. ”კარტოგრაფია”

7. ”პრინტმასტერი”

8. ”სტამბაკომი”

9. ”თამარიონი 2012”

10. ”ფავორიტი”

11. ” ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი”

 

 

 იხილეთ ფოტო ალბომი

12-06-2014