აქცია–კონცერტი „ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! მოდი შენც!“–ახალციხე

პროექტის „ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! მოდი შენც!“ ფარგლებში საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებში იმართება აქცია – კონცერტები „ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! მოდი შენც!“.

 

4 ივნისს ქ. ახალციხემ გვიმასპინძლა! აქციის ფარგლებში გავრცელდა 1500–მდე საინფორმაციო ბროშურა და სანიშნი. ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის ფარგლებში მიმდინარე სხვადასხვა კონკურსების შესახებ! გაჟღერდა მოწოდებები არჩევნებში მონაწილეობის აუცლებლობისა და მნიშვნელობის შესახებ!

 

პროექტი „ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! მოდი შენც!“ ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის მიერ.პროექტი დაფინანსებულია სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

 

 

 

იხილეთ ფოტო აბომი

4-06-2014