სადამკვირვებლო ორგანიზაციების მედიაცენტრი

15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით, მუშაობას იწყებს არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი, რომლის მიზანია, ხელსაყრელი პირობები შეუქმნას მედია საშუალებებს და ფონდის პარტნიორ სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციებს, საარჩევნო პროცესებზე დაკვირვების შესახებ ინფორმაციის ადვილად მიღებასა და გავრცელებაში.

 

არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში, საარჩევნო პროცესების შესახებ მედიაცენტრში ბრიფინგებს გამართავენ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს“, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“, „მრავალეროვანი საქართველოს“, „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „საზოგადოებრივი დამცველის“ წარმომადგენლები. ამ ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები საქართველოს თითქმის ყველა ოლქსა და უბანზე დააკვირდებიან 15 ივნისს გამართულ არჩევნებს.

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის მიერ პრეს კონფერენციები იგეგმაბა:

14 ივნისი: 12.30

15 ივნისი: 11.30; 17:00; 19:30

16 ივნისი: 12:30

 

 

13-06-2014