CDD-მ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო კამპანიის მონიტორინგი განახორციელა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით (№75/2012 განკარგულების საფუძველზე), არჩევნებში ჩართულ მხარეებთან აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი (ცესკოს თავმჯდომარის №01-37 ბრძანების საფუძველზე), რომელიც ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრებისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სააგიტაციო მასალების განთავსებას უწევს მონიტორინგს.

 

16 კაციანი ჯგუფი, რომელშიც შედიან არასამთავრობო ორგანიზაციების და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, მონიტორინგს, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების 10 დაწესებულებაში ახორციელებს. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი აქტიურად მონაწილებს ჯგუფის მუშაობაში. მონიტორინგი 7 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით ხორციელდება.

 

იხილეთ მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა

 

 

 

 

იხილეთ მონიტორინგის ამსახველი ფოტო ალბომი

11-06-2014