“განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” (CDD) ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით, დააკვირდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მიმდინარეობას საქართველოს 73 საარჩევნო ოქლში 150 კაციანი სადამკვირევბლო მისიით.
CDD აკვირდება წინასაარჩევნო, კენჭისყრის დღის (უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი და უბნის დახურვა) და არჩევნების შემდგომი პერიოდის მიმდინარეობას.
მისია სრულად დაფარავს გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებს. მთლიანობაში 20 სპეცუბანია შექმნილი. აქედან 9 თავდაცვის სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, 8 არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 2 შინაგან საქმეთა სამინისტროში და 1 მოხუცებულთა თავშესაფარში.
სადამკვირვებლო მისიის პრინციპებია: კანონის პატივისცემის დემონსტრირება, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, სიზუსტე, გამჭვირვალეობა და პროფესიონალიზმი.
სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ქეთევან ჩაჩავა.
სადამკვირვებლო მისიის დაკვირვების შედეგებს მედია საშუალებებს მედიაცენტრში გააცნობს:
15 ივნისი - 10:30 სთ; 17:00 სთ; 19:30 სთ.
16 ივნისი - 13:30 სთ.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრში (CDD) არჩევნების დღის ცხელი ხაზი (790 333 111).
ცხელი ხაზის მეშვეობით, მოქალაქეებს, შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. ასევე, ცხელი ხაზის მეშვეობით ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.