აქციის მხარდამჭერები არიან აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდი (აშშ), ჯეი–ეს–აის კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი, ეროვნული სკრინინგ ცენტრი, საქართველოს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნლი ცენტრი, საელჩოები, კერძო კომპანიები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.
აქცია „საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად“ ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს : შეკრებას, მსვლელობას, სირბილის ტურს და აქციისადმი მიძღვნილ ოფიციალურ გამოსვლებსა და კონცერტს კუს ტბის ტერიტორიაზე.
დღის განრიგი:
1. 11:00 საათზე რეგისტრაცია
აქცია მოიცავს, მარათონში მორბენალთა რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 11:00 საათზე კუს ტბის მიმდებარე ტრიტორიაზე განთავსებულ სპეციალურ სარეგისტრაციო-საინფორმაციო მაგიდებთან.
11.00 საათზე დაიწყება ასევე აქციაში მონაწილეთა რეგისტრაცია სპეციალურ სარეგისტრაციო-საინფორმაციო მაგიდებთან, სადაც ასევე მონაწილეებს საჩუქრად გადაეცემათ სამახსოვრო მაისურები.
11:00 – 14.00 აქციის ყველა დამსწრე სპეციალურ საგანმანათლებლო დახლებთან მიიღებს საინფორმაციო მასალებს ძუძუს კიბოს ნაადრევი გამოვლენის მეთოდების შესახებ. აქციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ღონისძიების სპონსორებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების საექსპოზიციო სტენდები და პროდუქცია.
2. 12:00 საათზე გარბენი
რეგისტრაციის შემდგომ 12 საათზე მორბენლები სტარტს აიღებენ და კუს ტბის გარშემო სარბენ ბილიკზე 5 წრეს დაარტყამენ. სარბენი დისტანცია 5 კილომეტრს შეადგენს.
3. 12:30 მსვლელობის დასაწყისი
მონაწილეთა საერთო მსვლელობა კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 წრის დარტყმით კუს ტბის ირგვლივ, 2 კმ მანძილზე.
4. 13 :00 ოფიციალური გამოსვლები და აქციის მხარდამჭერი კონცერტი
მარათონის შემდგომ ცერემონიაზე სიტყვით გამოვლენ აქციის ორგანიზატორები, სპონსორები და მოწვეული სტუმრები.
მარათონულ სირბილში გამარჯვებულებს საზეიმოდ გადაეცემათ სასაჩუქრე კალათები და საპრიზო თანხა. კერძოდ, გარბენში გამარჯვებულს, პირველი ადგილის მფლობელ პირს პრიზად გადაეცემა 100 ლარი, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულებს კი სპეციალური სასაჩუქრე კალათები. როგორც პირველ ისე მეორე და მესამე ადგილზე გვეყოლება ორი–ორი გამარჯვებული – მდედრობითი და მამრობითი სქესი წარმომადგენელი. ასევე, დაჯილდოვდება გარბენში მონაწილე ყველაზე ასაკოვანი და ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე.
მარათონის დღეს, 29 ივნისს თქვენთვის უზრუნველყოფილი იქნება
უ ფ ა ს ო ტრანსპორტი. კერძოდ, დილის 10:30–დან 15:30–მდე კუს ტბის ასახვევიდან კუს ტბის ტერიტორიამდე იმოძრავებს 3 სამარშუტო ტაქსი.
ყველანაირად ვეცდებით, რომ თქვენთვის ეს ღონისძიება მაქსიმალურად საინტერესო და კომფორტული გავხადოთ.
გაწეული თანადგმით თქვენ დაეხმარებით ათასობით ქალს საქართველოში! წინასწარ გიხდით მადლობას მონაწილეობისა და მხარდაჭერისათვის!
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი უერთდება აქციას!
ინფორმაციისათვის და ჯგუფური რეგისტრაციისათვის ეწვიეთ საიტს:
https://www.facebook.com/raceforthecure.ge