“განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” (CDD) დააკვირდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მიმდინარეობას საქართველოს 73 საარჩევნო ოქლში 150 კაციანი სადამკვირევბლო მისიით.
CDD აკვირდება წინასაარჩევნო, კენჭისყრის დღის (უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი და უბნის დახურვა) და არჩევნების შემდგომი პერიოდის მიმდინარეობას. არჩეევნების დღეს მისია სრულად ფარავდა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებს. მთლიანობაში 20 სპეცუბანი იყო შექმნილი. აქედან 9 თავდაცვის სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, 8 არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 2 შინაგან საქმეთა სამინისტროში და 1 ხანდაზმულთა პანსიონატში.
ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციით არჩევნების დღის პროცესმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულად, პროცედურების დაცვით ჩაიარა და შესაბამისად სადამკვირვებლო მისიის მიერ შეფასდა დადებითად.
სადამკვირვებლო მისიის მიერ კენჭსყრის მიმდინარეობისას, ასევე უბნის დახურვისა და ხმების შეჯამების პროცესში, დაფიქსირებული იქნა ერთეული პროცედურული ხასიათის დარღვევები, მათ შორის: საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება - ბიულეტენების წინასწარი გამზადება, არასწორად მიწოდებული ბიულეტენები, მარკირების სითხის წინასწარი გამოყენება, საკონტროლო ფურცლის ხარვეზებით შევსება, არასათანადო დოკუმენტეციით ხმის მიხემა, ხარვეზები ამომრჩეველთა სიაში, საუბნო საარჩევნო კომისიების მხრიდან დამოწმებული ოქმების ვერ გაცემა და ა.შ.)
ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციით არჩევნების დღის პროცესმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეც. უბნებზე ჩაიარა ორგანიზებულად და მშვიდ გარემოში. თუმცა, ფიქსირდება რიგი პრობლემები - პირადობის მოწმობების დროულად არ მიწოდება ამომრჩევლისათვის, რის შედეგადაც სასჯელაღსრულების დაწესებულებების ნაწილში ძალიან დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. ასევე ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ პრობლემებს.
უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილი ჰქონდა აგიტაციისა და უბნებზე და „ოჯახური“ ხმის მიცემის ფაქტებს საარჩევნო უბნებზე.
ორგანიზაცია ეხმაურება მედიის საშუალებებით გაშუქებულ ვანდალიზმის ფაქრებს და იმედს გამოვთქვამთ რომ უსწრაფესი რეაგირება მოჰყვება შესაბამისი ორგანოების მხირიდან.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის მიერ სადამკვირვებლო საქმიანობა განხორციელდა ფონდი ""ღია საზოგადოება საქართველოს"" ფინანსური მხარდაჭერით.
იხილეთ 2014 წლის სადამკვირვებლო მისიის ამსახველი ფოტო არქივი:
CDD შემაჯამებელი კონფერენცია –16 ივნისი
CDD – არჩევნების დღის მედია ბრიფინგი 11:30 სთ.
CDD – არჩევნების დღის მედია ბრიფინგი 17:00 სთ.
CDD – არჩევნების დღის მედია ბრიფინგი 19:30 სთ.
საერთაშრისო სადამკვირვებლო მისიის წევრებთან თანამშრომლობა
E-day - სადამკვირვებლო მისია 2014
არჩევნების დღის მობილური ჯგუფები – CDD სადამკვირვებლო მისია 2014