15 ივნისი – ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების დღე

15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით, აქტიურად იმუშავა არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრმა.


მედია ცენტრის მიზანია, ხელსაყრელი პირობები შეუქმნას მედია საშუალებებს და ფონდის პარტნიორ სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციებს, საარჩევნო პროცესებზე დაკვირვების შესახებ ინფორმაციის ადვილად მიღებასა და გავრცელებაში.

 

არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში, საარჩევნო პროცესების შესახებ მედიაცენტრში ბრიფინგებს გამართავენ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს“, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“, „მრავალეროვანი საქართველოს“, „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „საზოგადოებრივი დამცველის“ წარმომადგენლები. ამ ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები საქართველოს თითქმის ყველა ოლქსა და უბანზე დააკვირდა 15 ივნისს გამართულ არჩევნებს.

 

“განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” (CDD) დააკვირდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მიმდინარეობას საქართველოს 73 საარჩევნო ოქლში 150 კაციანი სადამკვირევბლო მისიით. CDD აკვირდება წინასაარჩევნო, კენჭისყრის დღის (უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი და უბნის დახურვა) და არჩევნების შემდგომი პერიოდის მიმდინარეობას. არჩეევნების დღეს მისია სრულად ფარავდა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებს. მთლიანობაში 20 სპეცუბანი იყო შექმნილი. აქედან 9 თავდაცვის სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, 8 არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 2 შინაგან საქმეთა სამინისტროში და 1 ხანდაზმულთა პანსიონატში.

CDD–ს თავმჯდომარემ – ქეთევან ჩაჩავამ ფართო საზოგადოებას გააცნო სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის შედეგები მედიაცენტრში გამართული პრეს კონფერენციების მეშვეობით.

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის მიერ პრეს კონფერენციები გაიმართა (გთხოვთ იხილეთ პრეს რელიზები და ფოტო მასალა)

 

14 ივნისის 12.30 საათი

 

15 ივნისს:

11.30 საათი
17:00 საათი
19:30 საათი

 

16 ივნისის 12:30 საათი

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის სახელით გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ მედიაცენტრის ყველა თანამშრომელს, ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" და ყველა ჟურნალისტს ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობისათვის.

16-06-2014