CDD განმეორებითი კენჭისყრის პროცესს დააკვირდა

“განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” (CDD) დააკვირდა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების განმეორებით კენჭისყრის პროცესს. CDD–ს სადამკვირვებლო მისიიის წევრები დააკვირდნენ კენჭისყრის დღის პროცედურებს, რაც მოიცავდა: უბნის გახსნას, ხმის მიცემის პროცესს, უბნის დახურვასა და შედეგების შეჯამებას.

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) სადამკვირვებლო მისიის მიერ განმეორებით კენჭისყრის პროცესი შეფასდა დადებითად. პროცესი წარიმართა მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.

 

სადამკვირვებლო მისიის მიერ უბნის გახსნისა და ხმის მიცემის პროცესში დაფიქსირდა პროცედურული ხასიათის დარღვევები, თუმცა ზემოთაღნიშნული ხარვეზები მყისიერად გამოსწორებული იქნა ადმინისტრაციის მხრიდან და მათ არ იქონიეს გავლენა შედეგებზე.

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის თარიღი 29 ივნისი განსაზღვრა - მაჟორიტარული წესით კენჭისყრა შემდეგ საარჩევნო უბნებში ჩატარდა:

• 22 მარნეულის საარჩევნო ოლქის N25 და N 57 საარჩევნო უბანი
• 26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის N5 საარჩევნო უბანი
• 28 დუშეთის საარჩევნო ოლქის N4, N6, N47 და N52 საარჩევნო უბანი
• 40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის N1 საარჩევნო უბანი
• 55 ხონის საარჩევნო ოლქის N22 საარჩევნო უბანი
• 57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის N2 და N5 საარჩევნო უბანი
• 67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის N32 საარჩევნო უბანი
• 79 ბათუმის საარჩევნო ოლქის N103 საარჩევნო უბანი
• 81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის N34 საარჩევნო უბანი

 

 

 

 

 

 

 იხილეთ განმეორებითი კენჭისყრის ამსახველი ფოტო ალბომები:

 

განმეორებითი კენჭისყრის პროცესი – ბრიფინგი (მედიაცენტრი) – 29 ივნისი, 11:00 სთ.


განმეორებითი კენჭისყრის პროცესი – ბრიფინგი (მედიაცენტრი) – 29 ივნისი, 20:30 სთ.

 

CDD–ს განმეორებითი კენჭისყრის შეჯამება (მედიაცენტრი) – 30 ივნისი, 11:30 სთ.  

 

სადამკვირვებლო მისიის სატელევიზიო ჟურნალი

 

CDD–ს სადამკვირვებლო მისია – 29 ივნისის განმერებითი კენჭისყრა

 

30-06-2014