თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

1 ივლისს იუსტიციის სახლში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაფართოებულ ფორმატში სათათბირო ხმის უფლების მქონე პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართა, განვითარებისა და დდემოკრატიის ცენტრიდან სხდომას ესწრებოდნენ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე– ქეთევან ჩაჩავა და მთავარი იურისტი – გორდა სურგულაძე.


სხდომაზე კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია აღმოჩენილ დარღვევებზე პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დაწყებულ და უკვე დასრულებულ გამოძიებებთან დაკავშირებით. კომისიის წევრებმა, ასევე, განიხილეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადება, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზნით თბილისის უფლებაშეჩერებული მერის − გიგი უგულავას, დაკითხვაზე დაბარებას ეხებოდა. პროკურატურის წარმომადგენლებმა გააკეთეს განმარტება, რა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გახდა აუცილებელი გიგი უგულავას დაკითხვაზე დაბარება. კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს, თუ რა რეკომენდაციები უნდა შეიმუშაოს კომისიამ მუშაობის დასრულების შემდეგ.

1-07-2014