2 ივლისს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის წევრებთან ერთად არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, შეხვედრას განვითარებისა და დემოკრატტიის ცენტრის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა ესწრებოდა.
ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისა და 29 ივნისის განმეორებითი კენჭისყრის შესახებ წარუდგინა ინფორმაცია. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა თამარ ჟვანიასგან ინფორმაცია უშუალოდ საარჩევნო ადმინისტრაციაში არჩევნების დღიდან პირველი ივლისის ჩათვლით შესული განცხადება/საჩივრების, ამომრჩეველთა აქტივობისა და ბათილი ბიულეტენების სტატისტიკის შესახებ მიიღეს, რომელიც 1995 წლიდან 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების პერიოდს მოიცავს. სამუშაო ტიპის შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ წარადგინეს ანაგარიშები.