ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების - თვითმმართველი ქალაქების თბილისის, ბათუმის, რუსთავის, ფოთის, გორის, მცხეთის, ოზურგეთისა და თელავის მერებისა და თვითმმართველი თემების ახმეტის, ყვარელის, გორის, თიანეთის, მარტვილის, ქობულეთის, ბაღდათის, ხონის, ტყიბულის, ლანჩხუთის, თერჯოლის, თელავისა და ხულოს გამგებლების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მეორე ტური გაიმართება 2014 წლის 12 ივლისს.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) 12 ივლისის მეორე ტურის მიმდინარეობას 150 კაციანი სადამკვირვებლო მისიით დააკვირდება. CDD–ს სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკვირდნებიან კენჭისყრის დღის პროცედურებს, რაც მოიცავს: უბნის გახსნას, ხმის მიცემის პროცესს, უბნის დახურვასა და შედეგების შეჯამებას.
CDD-ს 2014 წლის სადამკვირვებლო მისია ხორციელდება
ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.