CDD-ს სადამკვირვებლო მისია მეორე ტურისათვის ემზადება

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” (CDD) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის მონიტორინგს საქართველოს 28–ვე საარჩევნო ოქლში 150 კაციანი სადამკვირევბლო მისიით განახორციელებს.

 

CDD სადამკვირვებლო მისიის ახალ წევრებს ჩაუტარდა ტრენინგები - საუბნო საარჩევნო კომისიის, მობილური ჯგუფის და გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი უბნის დამკვირვებლებისათვის. ტრენინგზე გამოყენებული იყო სხვადასხვა მეთოდოლოგია და აგრეთვე სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიერ გადაღებული ფილმი და სხვადასხვა მასალები.

 

სადამკვირვებლო მისია ხორციელდება ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.

8-07-2014