CDD 12 ივლისს არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას დააკვირდა

“განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” (CDD) დააკვირდა ადგილობრივი თვითმმართველობის 2014 წლის მეორე ტურის მიმდინარეობას საქართველოს 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 თვითმმართველ თემში 150 კაციანი სადამკვირევბლო მისიით. მისია სრულად ფარავდა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებს (სულ: 4 სპეც. უბანია შექმნილი. 3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და 1 ხანდაზმულთა პანსიონატში).


ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით - მეორე ტურის კენჭისყრის დღის პროცესმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულად, პროცედურების დაცვით, მოქმედ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩაიარა. შესაბამისად სადამკვირვებლო მისიის მიერ შეფასდა დადებითად.


სადამკვირვებლო მისიის მიერ კენჭისყრის მიმდინარეობისას, ასევე უბნის დახურვისა და ხმების შეჯამების პროცესში, დაფიქსირებული იქნა ერთეული პროცედურული ხასიათის დარღვევები, თუმცა ისინი ვერ მოახდენდნენ არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას.


გვინდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენი დაკვირვების შედეგად, საარჩევნო უბნებზე ბათილი ბიულეტენების რაოდენობის უმეტესობას წარმოადგენდა ბიულეტენები "ხმა ყველას წინააღმდეგ".


ორგანიზაცია ეხმაურება მედიის საშუალებებით გაშუქებულ საარჩევნო უბნების გარეთ მიმდინარე ძალადობის ერთეულ შემთხვევებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ უსწრაფესი რეაგირება მოჰყვება შესაბამისი ორგანოების მხირიდან.

 

 

 

 

13-07-2014