CDD-ს საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებში

CDD-ს დამკვირვებლებმა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრები შეიტანეს. საჩივრები ეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა პასუხისმგებლობას, ვინაიდან შემაჯამებელი ოქმები კანონის დარღვევით იყო შევსებული.


საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დაკმაყოფილებულ იქნა 6 საჩივარი, რითიც დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისრათ ძირითადად თავმჯდომარეებს და მდივნებს, მათ მიმართ გამოყენებული დისციპლინარული პასუხისმგებლობის სახეს წარმოადგენდა შენიშვნა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 4 საჩივარი და არ დაკმაყოფილდა 4.

 

ცესკოს საჩვრების რეესტრი: http://sachivrebi.cec.gov.ge/

22-07-2014