22 ოქტომბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, რომელშიც გაერთიანებულია 100 - ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD), უკრაინის საელჩოსთან მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
ეროვნულმა პლატფორმამ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს და გამოხატა სრული მხარდაჭერა თავისუფლებისმოყვარე უკრაინელი ხალხის ევროპული არჩევანის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. აქცია გაიმართა თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, სადაც აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსული აგრესია.