სოლიდარობა ფრანგ ხალხს!

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) გმობს საფრანგეთში, პარიზში, 7 იანვარს ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციაში ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად გარდაიცვალა 12 ადამიანი, დაშავდა 10, ხოლო 4 - იმყოფება მძიმე მდგომარეობაში. ვიზიარებთ ფრანგი ხალხის მწუხარებას, და გამოვხატავთ გულწრფელ თანადგომასა და სოლიდარობას. მიგვაჩნია, რომ ტერორიზმს არა აქვს გამართლება და იგი სრულად ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს, რომელიც ეფუძნება ჰუმანიზმს, თანასწორობას, ადამიანის ღირსების პატივისცემას და გამოხატვის თავისუფლებას.

9-01-2015