სრულიად საზოგადოება შეძრა 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლავზე მომხდარი აფეთქების შედეგად იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტმა.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსა და ხელისუფლებას უზრუნველყონ სწრაფი, მიუკერძოებელი, ეფექტური გამოძიება. ცნობილია, რომ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით უმნიშვნელოვანესია პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მაღალპროფესიულად წარმართვა.
ორგანიზაციები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და უსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
• განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი / ქეთევან ჩაჩავა
• საზოგადოებრივი დამცველი / ირინა ფუტკარაძე
• კონსტიტუციის 42-ე მუხლი / ნინო ელბაქიძე
• ადამიანის უფლებათა ცენტრი / ალექსანდრე ცქიტიშვილი
• საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი / ია მამალაძე