ტრენინგ–სემინარი „საქართველო და ევროკავშირი“.

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების მხარდაჭერით 15 თებერვალს, თბილისში საქართველოს საპატრიარქოს სკოლების და გიმნაზიების წარმომადგენელთათვის ჩატარდა ტრენინგ–სემინარი თემაზე „საქართველო და ევროკავშირი“.

 


ტრენინგ–სემინარის მონაწილეებს მიესალმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - ფლორ ნუიტენ - ელზინგა და გავითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარე - ქეთევან ჩაჩავა.

 

 

ტრენინგ–სემინარზე პრეზენტაციები გააკეთეს მოწვეულმა ექსპერტებმა: კახა გოგოლაშვილმა, მიხეილ მირზიაშვილიმა და ივანე ჩხიკვაძემ. პრეზენტაციები შეეხებოდა შემდეგ თემებს _  „საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობის ისტორია", „საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ და  „თავისუფალი, უვიზო, მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის“. თითოეული ექსპერტის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. ტრენინგ–სემინარის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. 

 

 

24-02-2015