საინფორმაციო შეხვედრები „საქართველო და ევროკავშირი“

CDD-ს ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების მხარდაჭერით სხვადასხვა ეპარქებში საპატრიარქოს სკოლებისა და გიმნაზიების წარმომადგენელთათვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები თემაზე „საქართველო და ევროკავშირი“.

 

პრეზენტაციები შეეხებოდა შემდეგ თემებს _ „საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობის ისტორია", „საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ და „თავისუფალი, უვიზო, მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის“. პრეზენტაციები გააკეთეს მოწვეულმა ექსპერტებმა: კახა გოგოლაშვილმა, მიხეილ მირზიაშვილიმა და ივანე ჩხიკვაძემ. თითოეული ექსპერტის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია.

 

 

იხილეთ ფოტო ალბომი

(https://www.facebook.com/media/set/?set=a.832931783439426.1073741927.457244704341471&type=3)

29-04-2015