17 მარტს, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს ბნ. დავით უსუფაშვილთან შედგა შეხვედრა, სადაც განიხილეს სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმი საარჩევნო გარემოს შესაცვლელად. შეხვედრას ესწრებოდა განვითარებისა და და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე - მარინა ბენდელიანი.
მემორანდუმის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით.
შეხვედრის ბოლოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბნ. დავით უსუფაშვილი საკუთარი ხელმოწერით შეუერთდა სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმს, რაც ძალიან მისასალმებელია. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული მხარდაჭერა იქნება მოთხოვნილი საარჩევნო რეფორმის დაწყებისა და განხორციელების გარანტი.