CDD-ის სადამკვირვებლო მისია აკვირდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედურ არჩევნებს

31 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნები სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში იმართება. (არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64 სენაკის საარჩევნო ოლქის №64.13 ფოცხოს და №67 ზუგდიდის ოლქის №67.11 ერგეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში იმართება).

 

ორივე მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულები არიან „ქართული ოცნების“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატები, ხოლო სენაკში ასევე რეგისტრირებულია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი. შესაბამისად 31 მაისს, ამომრჩევლებს აღნიშნულ კანდიდატებს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება. ორივე ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2467-ია. სენაკის ერთ უბანზე (ფოცხო) ფიქსირდება 626 ამომრჩეველი, ხოლო მეორეზე (ქვემო ფოცხო) – 689. რაც შეეხება ზუგდიდს, აქ იხსნება ერთი უბანი, სადაც სულ - 1152 ამომრჩეველია.

 

"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” სამივე საარჩევნო ოლქში აკვირდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედურ არჩევნებს. სადამკვირვებლო მისიის წევრები აკვირდებიან კენჭისყრის დღის პროცედურებსს, რაც მოიცავს: უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი, უბნის დახურვა და შედეგების შეჯამებას.

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრში (CDD) ფუნქციონირებს არჩევნების დღის ცხელი ხაზი (790 333 111).

31-05-2015