CDD–ს სადამკვირვებლო მისიის წევრების შეფასებით 15:00 საათისათვის

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) 27 აპრილის შუალედურ არჩევნებს აკვირდება ბაღდათის, სამტრედიისა და ნაძალადევის საარჩევნოოლქში, 20 კაციანი სადამკვირვებლო მისიით. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი(CDD) დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, წარმომადგენლობითი ორგანიზაციაა საქართველოში,რომელიც დაარსდა 2008 წლის 26 თებერვალს. CDD–ს პრინციპებია: კანონის პატივისცემა,დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, სიზუსტე, გამჭვირვალეობა, თანასწორობა, თანამშრომლობა,პროფესიონალიზმი.

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD)–ს სადამკვირვებლო მისიის წევრების შეფასებით 15:00 საათისათვის სამივე საარჩევნო ოლქში საარჩვენო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში.

ამ დროისათვის დაფიქსირდა შემდეგი ტიპის პროცედურულიდარღვევები: მარკირების სითხის შემოწმებასთან დაკავშრებული პრობლემები, წილისყრის პროცედურისარასწორი თანმიმდევრობით ჩატარება, საარჩევნო უბნის ადრე გახსნა, ჩანაწერთა წიგნშიინფორაციის შეცდომით შეტანა, საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების ნაკლებობით მიწოდებადა სხვა.

მიმდინარე შუალედურ არჩევნებზე ფიქსირდება ბაღდათისN 52 და სამტრედიის N 54 ოლქებში, საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე, უბნის შესასლელ კარებთანპოლიტიკური პარტიები კოორდინატორთა და მხარდამჭერთა მობილიზაცია. კოორდინატორები აფიქსირებენუბანზე მისული ამომრჩევლების მონაცემებს. აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს კანონდაღვევისფაქტს, თუმცა შესაძლებელია აღქმული ქმედება შეფასებული იქნას, როგორც ამომრჩეველზეზეწოლის მცდელობა. ასევე, აღნიშნულ ოლქებში რამოდენიმე საარჩევნო უბნისაკენ მიმავალგზაზე, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია კოალიცია „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალა (დროშები, პლაკატეიბი).

ბაღდათის N 52 საარჩევნო ოლქის,მე–13 უბანზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის „საარჩევო გარემოს განვითარებისცენტრის“ დამკვირვებლის სტატუსით საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დაწყებამდე პროცედურებისადა კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას აკვირდებოდა წყალტუბოს გამგელის მოადგილე ბნ.ზურაბ ჯიმშელეშვილი, რაც საარჩევნო  კანონმდებლობისდარღვევას წარმოადგენს.

 

 

 

 

 

 

27-04-2013